Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

უკრაინა საზღვარგარეთ გაქცევის მცდელობისთვის და სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს

მარშალ პრესი 21/08/2025
ukrainis omi

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას შესთავაზა გამკაცრდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სამხედრო მოსამსახურეებისთვის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესების დარღვევისთვის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პარლამენტში მთავრობის წარმომადგენელმა, ტარას მელნიჩუკმა, განაცხადა.

სამთავრობო კანონპროექტი ითვალისწინებს ფუნდამენტურ ცვლილებებს სამხედრო მოსამსახურეების საზღვარზე გადაადგილების კონტროლის სისტემაში. მთავარი სიახლე იქნება საზღვრის უკანონო გადაკვეთის ყველა შემთხვევის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის კომპეტენციაში გადაცემა და სისხლის სამართლის სანქციების გამკაცრება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას სამი ახალი ტიპის დანაშაულისთვის: საომარი მდგომარეობის დროს საკონტროლო პუნქტების გარეთ უკანონო საზღვარგარეთ გადაადგილებისთვის, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის დაზიანების ან განადგურებისთვის, საზღვარგარეთ ყოფნის დადგენილი ვადის დარღვევისთვის.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებამ, კიდევ ერთხელ გამოაჩინა “ნაცების” უბოროტესი, ყველაფრის მკადრებელი სახე
Next: ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 106-ე იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.