Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

მარშალ პრესი 20/08/2025
koba geladze

[ქვეშეთი-კობის] პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში და ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მის დასრულებას როგორც სატრანზიტოდ, ისე დაგილობრივი მოსახლეობისთვის. გამოცდილება, რომელიც ზოგადად დამიგროვდა, დარწმუნებული ვარ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების და სხვადასხვა სამშენებლო აქტივობებისთვის, რომელიც ჩვენს კუთხეში განხორციელდება, გამომადგება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, კობა გელაძემ განაცხადა. როგორც გელაძემ აღნიშნა, იგეგმება სხვადასხვა სპორტული მოედნისა და ცენტრის გახსნა, მათ შორის, თანამედროვე სტილის სარაგბო მოედნის მოწყობა.

მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში, ყველა პროექტი განხორციელდება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით. “მხარეთმცოდნეობის მუზეუმის აღდგენა-რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს და დასრულების ფაზაშია, ახლა უკვე მიმდინარეობს შიგნით, მექანიკურ-ელექტრო ნაწილის სამუშაოები. ვგეგმავთ სხვადასხვა სპორტული მოედნისა და ცენტრის გახსნას, ერთ-ერთია ყაზბეგის ცენტრალური მოედანი და სამომავლოდ აქ თანამედროვე სტილის სარაგბო სტადიონის მოწყობას ვგეგმავთ. განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს.” – განაცხადა კობა გელაძემ.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს
Next: იყო დავალება, არ დავმალავ, რომ თუნდაც “მეგობარი აქტის” გარშემო გაერთიანებულიყვნენ ჩვენი ოპოზიციონერები – ია ფარულავა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.