Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის ,,მოსწავლეთა სტიპენდიის” ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა

მარშალ პრესი 20/08/2025
536280231_1151098957072688_7795890127409539254_n
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის ,,მოსწავლეთა სტიპენდიის” ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა.
პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების დაფინანსებას ითვალისწინებს, მიმდინარე წელს 58 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა.
პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2022 წლიდან ამოქმედდა, რომლის მიზანი მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეების, წახალისებისა და პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის ღვაწლის დაფასებას ემსახურება.
დაჯილდოების ცერემონიას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა დიდმანიძე, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ხელმძღვანელი როინ მალაყმაძე, საკრებულოს წევრები, ალექსანდრე მსხალაძის ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: ლევან გაჩეჩილაძემ ქართულ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა თავისი გულწრფელი და თავგანწირული ბრძოლით
Next: მოლდოვა არის გამოცხადებული ახალ დემოკრატიის შუქურად, ისევე, როგორც თავის დროზე იყო გამოცხადებული სააკაშვილის ხელისუფლება და საქართველოს უპირისპირებენ შანტაჟს, ეს აჩვენებს ორმაგ სტანდარტებს და ამ ორმაგი სტანდარტის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია არ არის დამოუკიდებელი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.