Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მე-4 ბრიგადის სამხედროებს კრიზისული სიტუაციების მართვაში წვრთნები ჩაუტარდათ

მარშალ პრესი 20/08/2025
50041

მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვაში სწავლება ჩაუტარდათ. ბრიგადის პირადი შემადგენლობის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა კრიზისული სიტუაციების მართვის, საგანგებო სიტუაციებსა და სამოქალაქო უსაფრთხოების კუთხით გადაუდებელი და აუცილებელი მოქმედებები წარუდგინეს. სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის მოხმარების წესების გაცნობის შემდეგ, სწავლების მონაწილეებმა ველზე გადაინაცვლეს და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებები პრაქტიკაში განახორციელეს.

სწავლება ეროვნული გვარდიის მხარდაჭერითა და კოორდინაციით განხორციელდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებისთვის საგანგებო სიტუაციებში, განსაკუთრებით ლოკალურ დონეზე სწრაფად და სწორად რეაგირებისთვის საჭირო შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების განვითარებას.
დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებში აღნიშნული სწავლების ჩატარების შემდეგ, ამჟამად წვრთნას აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფები გადიან.
კრიზისული სიტუაციების დროს, მსგავსი სწავლებები ხელს უწყობს უწყებათშორისი თანამშრომლობის გაძლიერებასა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწას.

Continue Reading

Previous: ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართველი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო
Next: ლევან გაჩეჩილაძემ ქართულ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა თავისი გულწრფელი და თავგანწირული ბრძოლით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025