Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ტომ ვანდენდრიშე – უკრაინა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა, ის არ შეიძლება, შეურთდეს ევროკავშირს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი გადაეშვება სიგიჟეში

მარშალ პრესი 22/06/2022
ტომ ვანდენდრიშე

რუსეთის ომმა ყველა ჩევნგანი შოკში ჩაგვაგდო, თუმცა ემოციები არ უნდა მივიდეს სიგიჟემდე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეკნომიკურმა სანქციებმა გამოიწვია ენერგორესურსების ფასების, ინფლაციის ზრდა და კოლექტიური გაღარიბება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტომ ვანდენდრიშემ განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციები არ აჩერებს ომს და საპირისპიროს აკეთებს.

ამასთან, ტომ ვანდენდრიშემ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ უკრაინას არ შეუსრულებია აუცილებელი კრიტერიუმები და არ შეიძლება, შეურთდეს ევროკავშირს.

„სანქციები არ აჩერებს ომს და საპირისპიროს აკეთებს, ჩვენ ვხედავთ ფასების ზრდას. ალბანეთი, თურქეთი და უკრაინა არ არიან მზად ევროკავშირის წევრობისთვის, მათ არ დაუკმაყოფილებიათ აუცილებელი წინაპირობები, კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რაც საჭიროებს კარგად ფუნქციონირებად ბაზარს, მტკიცე კანონის უზენაესობას. უკრაინას არ შეუსრულებია ეს ვალდებულებები. ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა. ჩვენ ყველას ვუქმნით საფრთხეს, ჩვენ ყველა ვიქნებით ჩათრეული ამ ომის ჭაობში. უკრაინა არ შეიძლება, შეუერთდეს ევროკავშირს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი გადაეშვება სიგიჟეში“, – განცხადა ტომ ვანდენდრიშემ.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ეს დავიმსახურეთ და ქართველმა ხალხმა დაიმსახურა, რომ ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა – გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს არის ისტორიული ჩანაწერი
Next: ირაკლი ღარიბაშვილი – ყველაზე ანტიევროპული ძალა დღეს მელაპარაკება ევროპულობაზე, კანიბალი რომ გელაპარაკებოდეს ვეგეტარიანელობაზე, იგივეა ამათი მდგომარეობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.