Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობის სახელით კვლავაც თანადგომას ვპირდები აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს

მარშალ პრესი 02/04/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

მთლიანად საზოგადოების პასუხისმგებლობაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ნიჭისა და პოტენციალის რეალიზებას, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მისალოც ტექსტში, რითაც იგი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღის აღნიშვნას უერთდება.

„დღეს საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს აღნიშნავს.

ყველა ადამიანი იბადება უნიკალური ნიჭით, რომელიც თითოეული ჩვენგანის პატივისცემას იმსახურებს. ხელისუფლების, კერძო სექტორის, მთლიანად საზოგადოების პასუხისმგებლობაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ნიჭისა და პოტენციალის რეალიზებას, უზრუნველვყოთ მათი აქტიური ჩართულობა ქვეყნის განვითარებასა თუ საკუთარი მომავლის დაგეგმვაში, ვიზრუნოთ მათი ჯანმრთელობის, განათლების, დასაქმებისა და სხვა უფლებების ყოველმხრივ დაცვაზე.

პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით კვლავაც თანადგომას ვპირდები აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს. ყველაფერს გავაკეთებთ თითოეულისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

Post navigation

Previous: დაბადების დღეს გაწყევლინებთ თითოეულ თქვენგანს, თქვე მკვლელო ნაძირლებო! ორშაბათს მოვალ – ნიკა გვარამია საჯაროდ იმუქრება
Next: ბოლო 24 საათში საქართველოში 3 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.