Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმედი გვაქვს, რომ ვიდრე ჩვენ 2030 წელს ვიქნებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მანამდე ევროკავშირში ტენდენციები შეიცვლება და გაჯანსაღდება დემოკრატიული სისტემა

მარშალ პრესი 19/08/2025
irakli kobakhidze

ჩვენ მზად ვიქნებით 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მთავარია, რომ ამასობაში, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბახმაროში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის კუთხით ტენდენციები შემაშფოთებელია.

„თქვენ იცით, რა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. პირველ რიგში, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს არის ჩვენი დეკლარირებული მიზანი, ასევე გაცხადებული გვაქვს, რომ 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 90%-ზე მეტს შევასრულებთ. მზად ვიქნებით 2030 წლისთვის თავიდან ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მთავარია, რომ ამასობაში, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები. დღეს ტენდენციები არის შემაშფოთებელი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის კუთხით. სამწუხაროდ, ყველა მიმართულებით არის უკუსვლა. იმედი გვაქვს, რომ ვიდრე ჩვენ 2030 წელს ვიქნებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მანამდე ევროკავშირში ეს ტენდენციები შეიცვლება და გაჯანსაღდება ევროკავშირის მასშტაბით დემოკრატიული სისტემა. უკეთ იქნება დაცული ადამიანის უფლებები და გაძლიერდება ეკონომიკა. “, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: თბილისში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება მერის შემთხვევაში და საკრებულოს შემთხვევაში, მინიმუმ 38 მანდატის მიღება, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ამ მიზანთან
Next: ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025