Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ესაა იმ მახინჯი იდეოლოგიზაციისა და უტიფარი პროპაგანდისტული კამპანიის შედეგი რასაც დასავლური მედია თუ ენჯეობი წლებია ურცხვად განაგრძობენ

მარშალ პრესი 19/08/2025
luka-exvaia1

უკრაინა ნატოში ვერასოდეს გაწევრიანდება, ეს საკითხი სამუდამოდ ჩაიხურა, უკრაინამ ყირიმი და დონბასი დაკარგა, უკრაინიდან 15 მილიონამდე ადამიანია ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული, ასი ათასობით ადამიანი ფრონტის ხაზზე გარდაიცვალა, უკრაინული ათობით ქალაქი მიწასთანაა გასწორებული, უკრაინული ეკონომიკა სულს ღაფავს და საგარეო დახმარებით ხელოვნურ სუნთქვაზეა შეერთებული, რეცესიას ემატება ისიც, რომ უკრაინული წარმოება, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ენერგო-ინფრასტრუქტურა ჩამოშლილია, რის რეკონსტრუქციასაც მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, ათობით წელი და ინტეგრალურად 525 მილიარდ დოლარზე მეტი დასჭირდება, – ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარი, ექსპერტი ლუკა ეხვაია, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ამ ყველაფრის ფონზე, ცდილობენ, რომ საზოგადოება უკრაინის გამარჯვებაში დაარწმუნონ, რაც იმ მახინჯი იდეოლოგიზაციისა და უტიფარი პროპაგანდისტული კამპანიის შედეგია, რასაც დასავლური და მათი სატელიტი ადგილობრივი მედია თუ არასამთავრობოები, უკვე წლებია, ურცხვად განაგრძობენ. ეხვაიას თქმით, მათ “მშვიდობა” საქილიკო ტერმინად და პარტიულ მარკერად აქციეს და ხალხს სიმულაციაში აცხოვრებენ, თუმცა, საქართველოში ეს კამპანია დამარცხდა და მშვიდობის დისკურსმა გაიმარჯვა.

“უკრაინა ნატოში ვერასოდეს გაწევრიანდება, ეს საკითხი სამუდამოდ ჩაიხურა, უკრაინამ ყირიმი და დონბასი დაკარგა, უკრაინიდან 15 მილიონამდე ადამიანია ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული, ასი ათასობით ადამიანი ფრონტის ხაზზე გარდაიცვალა, უკრაინული ათობით ქალაქი მიწასთანაა გასწორებული, უკრაინული ეკონომიკა სულს ღაფავს და საგარეო დახმარებით ხელოვნურ სუნთქვაზეა შეერთებული, რეცესიას ემატება ისიც, რომ უკრაინული წარმოება, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ენერგო-ინფრასტრუქტურა ჩამოშლილია, რის რეკონსტრუქციასაც მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, ათობით წელი და ინტეგრალურად 525 მილიარდ დოლარზე მეტი დასჭირდება.

გარდა ამისა, სიღარიბის მაჩვენებელი ხუთჯერაა გაზრდილი, 7 მილიონზე მეტი უკრაინელი ომის პირობებში სიღარიბეში ცხოვრობს, მოსახლეობის 40%-ზე მეტმა სამსახური დაკარგა, სხვადასხვა პროექციის მიხედვით, 2051 წლისთვის უკრაინის მოსახლეობა 25 მილიონამდე შემცირდება, რაც დემოგრაფიულ კატასტროფას ნიშნავს. ამ ყველაფრის ფონზე, უკვე ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ომში უკრაინამ გაიმარჯვა, რადგან ნატოს მეხუთე მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიას მიიღებს და რადგან ევროპა “ერთ მუშტადაა შეკრული” – აი, ესაა იმ მახინჯი იდეოლოგიზაციისა და უტიფარი პროპაგანდისტული კამპანიის შედეგი, რასაც დასავლური და მათი სატელიტი ადგილობრივი მედია თუ ენჯეობი წლებია ურცხვად განაგრძობენ, “მშვიდობა” საქილიკო ტერმინად და პარტიულ მარკერად აქციეს და ხალხს ისეთ სიმულაციაში აცხოვრებენ, რისი დასასრულიც მხოლოდ თვითდესტრუქცია შეიძლება იყოს. საქართველოში ეს კამპანია და გარე ძალების გეოპოლიტიკური მიზნები დამარცხდა, მშვიდობის დისკურსმა გაიმარჯვა, ახლა უკვე დროა უფრო წინ წავიწიოთ და იმაზე ვიფიქროთ, რა უნდა დავაშენოთ მდგრად მშვიდობაზე.” – წერს ლუკა ეხვაია.

Continue Reading

Previous: ვაშინგტონის „სამიტი” იმდენად პროგნოზირებადი იყო, რომ დამატებით კომენტირებასაც არ საჭიროებს. ამით არც არაფერი დასრულებულა როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მის მიღმა
Next: ბორჯომის მერობის კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა „ქართული ოცნების”  ბორჯომის რაიონულ ორგანიზაციაში პარტიის აქტივთან შეხვედრა გამართა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025