Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე – ჩვენ მომავალი თაობისთვის გვინდა შექმნათ ისეთი კომფორტული და უსაფრთხო გარემო, სადაც ისინი ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ განვითარებაზე

მარშალ პრესი 18/08/2025
521545657_716173951420921_2103724238551126303_n

ჩვენ მომავალი თაობისთვის გვინდა შექმნათ ისეთი კომფორტული და უსაფრთხო გარემო, სადაც ისინი ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ თავიანთ განვითარებაზე და მათ არ ექნებათ ცუდი საკლასო ოთახი და სახიფათო გარემო,- ამის შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის „ქართული ოცნების“ მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა, ლადო ჯურხაძემ განაცხადა. ლადო ჯურხაძის თქმით, ხონის მუნიციპალიტეტში განვლილი 8 წლის მიუხედავად დარჩენილია გამოწვევები, რომელებსაც შემდგომი 4 წლის განმავლობაში პასუხი უნდა გაეცეს და გამოსწორდეს ის პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს.

„ძალიან პრიორიტეტული იყო ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარება, რა მიმართულებითაც არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა ჩვენს მიერ. 8 წლის განმავლობაში დაახლოებით 35 მილიონამდე ლარის ინვესტირება განხორციელდა. განვლილი რვა წლის განმალობაში არაერთ გამოწვევას გაეცა პასუხი, თუმცაღა, რა თქმა უნდა, გამოწვევები დარჩენილია, რომლებსაც ანალოგიური ქმედებებით სჭირდება პასუხის გაცემა და გამოსოწრება იმ პრობლემებისა, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს“,- აცხადებს ლადო ჯურხაძე.

Post navigation

Previous: “ქართული ოცნების” ქობულეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე – მივიღე შემოთავაზება, ჩემი კუთხისთვის მემსახურა, რაც დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა – გაგრძელდება ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობა, წყლის სისტემების განახლება, სასოფლო შიდა გზების რეაბილიტაცია და რაც ყველაზე მთავარია, ყოველწლიური განახლება ტურისტული სეზონისთვის
Next: “ქართული ოცნების” ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი: ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით, მჯერა, რომ კიდევ ერთხელ გამომიცხადებენ ნდობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.