Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ბრიტანეთის პირველმა ტრანსგენდერმა მოსამართლემ გენდერთან დაკავშირებული, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სააპელაციო საჩივარი შეიტანა

მარშალ პრესი 18/08/2025
victoria mclaud

დიდი ბრიტანეთის პირველმა ტრანსგენდერმა მოსამართლემ, ვიქტორია მაკკლაუდმა გენდერთან დაკავშირებული, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სააპელაციო საჩივარი შეიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაკკლაუდს დიდი ბრიტანეთის პირველი ღიად არაბინარული ადვოკატი და დიდი ბრიტანეთის პირველი შავკანიანი ტრანსგენდერი ადვოკატი წარმოადგენენ.

აპრილში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ტერმინები „ქალი“ და „სქესი“ თანასწორობის აქტში ბიოლოგიურ სქესს გულისხმობს და არა შეძენილ გენდერს.

ვიქტორია მაკკლაუდის ადვოკატებმა The Telegraph-ს განუცხადეს, რომ ის საქმის ხელახლა განხილვას ითხოვს იმ მოტივით, რომ უზენაესმა სასამართლომ დაარღვია მე-6 მუხლით მინიჭებული უფლება სამართლიან განხილვაზე, ვინაიდან, უარი თქვა, მოესმინა მისი და სხვა ტრანსგენდერი პირების ან ჯგუფების არგუმენტები.

Post navigation

Previous: გუშინწინდელმა შეხვედრამ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ უკრაინა, სამწუხაროდ, მართლაც პაიკად გამოიყენეს ვიღაცებმა და საქართველომ ამის საშუალება არავის მისცა – საქართველო დავალებებს აღარ იღებს
Next: “ქართული ოცნების” ქობულეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე – მივიღე შემოთავაზება, ჩემი კუთხისთვის მემსახურა, რაც დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა – გაგრძელდება ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობა, წყლის სისტემების განახლება, სასოფლო შიდა გზების რეაბილიტაცია და რაც ყველაზე მთავარია, ყოველწლიური განახლება ტურისტული სეზონისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.