Skip to content
11/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყველგან, სადაც საქართველოს პროგრესის შეფასება რეალურ მონაცემებსა და ანალიზზე დაყრდნობით ხდება, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა, როგორც კი საქმეში პოლიტიკური მდგენელი, ანუ „დიფ სთეითის“ მიერ მართული ევრობიუროკრატია ერთვება, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე იწყება საუბარი

მარშალ პრესი 18/08/2025
mamuka mdinaradze2

ყველგან, სადაც საქართველოს პროგრესის შეფასება რეალურ მონაცემებსა და ანალიზზე დაყრდნობით ხდება, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ არაერთ ქვეყანას, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც დღეს გამართულ ბრიფინგზე, ევროკომისიის დაკვეთით მომზადებულ „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშში“ დაფიქისრებულ მონაცემებზე და ამ მონაცემების მიხედვით საქართველოს წარმატებაზე ისაუბრა.

მდინარაძის განცხადებით, როგორც კი საქმეში „დიფ სთეითის“ მიერ მართული ევრობიუროკრატია ერთვება, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე იწყება საუბარი, რის აბსურდულობასაც, თავად ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს.

„როგორც კი საქმეში პოლიტიკური მდგენელი, ანუ დიფ სთეითის მიერ მართული ევრობიუროკრატია ერთვება, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე იწყება საუბარი, რაც, რა თქმა უნდა, სრული აბსურდია და ამას ზემოხსენებული ანგარიშიც ადასტურებს.
საზოგადოებას ახსოვს, როგორ გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე, შემდეგ კი გამოაქვეყნეს შეფასების ანგარიში, სადაც ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული ქულათა სისტემით საქართველო მოწინავე იყო და მნიშვნელოვნად უსწრებდა სტატუსმინიჭებულ მოლდოვას და ბოსნიას.“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

Post navigation

Previous: საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირს ორმაგი სტანდარტი აქვს -ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ევროკომისიის დაკვეთით მომზადებულ „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშში“ თვალსაჩინოდ ჩანს ის წინსვლა, რასაც საქართველომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიაღწია
Next: ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს, როგორც ყველაზე სანდო პარტნიორის საწინააღმდეგოდ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუმცა, როგორც ხედავთ ეს არ შედის „დიფ სთეითისა“ და ევრობიუროკრატიის ინტერესებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.