Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როდესაც უკრაინა-რუსეთის ომი დასასრულისკენ მიდის, დიდი ბრიტანეთი ამზადებს სპეცოპერაციების მონაწილეებს, რომლებმაც ხაბეს მეთაურობით 4 ოქტომბერს უნდა დაამხონ დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს ხელისუფლება

მარშალ პრესი 18/08/2025
edisher gvenetadze

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „პრაიმ ტაიმის“ ექსკლუზივს ეხმიანება, რომლის ინფორმაციით, „ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს – ტრენინგებში მონაწილეთა რეკრუტირება არასამთავრობოების „ბრიტანულ-ქართული საზოგადოების“ და „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ მეშვეობით მიმდინარეობს“. ექსპერტი გავრცელებულ ინფორმაციას იმის საფუძველზე ეყრდნობა, რომ გასული წლის 28 ნოემბრიდან მოყოლებული არა ერთი ნათელი მაგალითი გვაქვს, თუ რას სჩადიოდნენ გარე პატრონების დავალებით აქ მცხოვრები ადგილობრივი საქმისათვის სპეციალურად გაწრთვნილი ავაზაკები. მისივე თქმით, ამ ხნის მანძილზე ორი ასეთი ანტი სახელმწიფოებრივი ქმედება და უამრავი მცდელობა უკვე განხორციელდა. არცერთ შემთხვევაში არ იქნება მესამე. ნებისმიერ მცდელობას უმკაცრესი პასუხი გაეცემა სახელმწიფოსა და ხალხის მხრიდან. „იმ დროს, როდესაც უკრაინა-რუსეთის ომი დასასრულისკენ მიდის.

“მგელი არ იშლის მგლობას”. სახელდობრ, ლიეტუვაში დიდი ბრიტანეთი ამზადებს სპეცოპერაციების მონაწილეებს, რომლებმაც ხაბეს მეთაურობით 4 ოქტომბერს უნდა დაამხონ დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს ხელისუფლება. რა თქმა უნდა “პრაიმ ტაიმის” მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია სრულ სიმართლეს შეესაბამება, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ნათელი მაგალითები გასული წლის 28 ნოემბრიდან მოყოლებული თუ რას სჩადიოდნენ გარე პატრონების დავალებით აქ მცხოვრები ადგილობრივი საქმისათვის სპეციალურად გაწრთვნილი ავაზაკები. სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ქმედებების შემდეგ აქაური სპეცაქტივისტები ამჯერად ლიეტუვაში ვარჯიშობენ მოლოტოვის კოქტეილების მარჯვედ ხმარებაში, პოლიციელების ცოცხლად დაწვაში, საკულტო ნაგებობებისა და წმინდანების ძეგლების წაბილწვაში, რუსთაველის გამზირის, სახელმწიფო შენობა-დაწესებულებების, კერძო საკუთრებების აღა-მაჰმად-ხანისეულ აოხრების წაჭარბებაში… ვისაც არ გჯერათ წაიკითხეთ მარკესის გენიალური ნაწარმოებები.

იქ იპოვით პასუხს ყველა იმ კითხვაზე თუ როგორ ახდენდნენ “დიფ სტეიტელი” ნაძირალები ადგილობრივი მოღალატეების მზადებას სახელმწიფო გადატრიალებებისათვის წელიწადში სულ მცირე ორჯერ “დემოკრატიისა და თავისუფლების” ლოზუნგით ლათინური ამერიკის ცალკეულ ქვეყნებში. ბოლო 34 წლის მანძილზე იმპერიალისტ “დიფ სტეიტელთა” ფულის სადოვარ და ასათვისებელთა რიგებში დგას პოსტსაბჭოთა სივრცე. მათ შორის კი განსაკუთრებით საქართველო. სადაც ამ ხნის მანძილზე ორი ასეთი ანტი სახელმწიფოებრივი ქმედება და უამრავი მცდელობა უკვე განხორციელდა. არც ერთ შემთხვევაში არ იქნება მესამე. ნებისმიერ მცდელობას უმკაცრესი პასუხი გაეცემა სახელმწიფოსა და ხალხის მხრიდან“- წერს ედიშერ გვენეტაძე.

Continue Reading

Previous: ჩვენი არამეგობარი ლიეტუვა, რომელსაც ზელენსკის ამერიკის ტურნეზე ხელისმოსაკიდებელი ადგილიც კი არ არგუნეს, უფრო ჭუჭყიანი საქმისთვის მიამაგრეს- დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნების დროს არეულობის ტრენინგებისთვის იყენებს
Next: ბოლო პერიოდში ვხედავთ, როგორ ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების შეცვლას რევოლუციური გზებით, დაპირისპირებით და პროვოკაციებით, ლიეტუვაში გამართული ტრენინგები არის სცენარის ნაწილი, სადაც პოლიტიკური ბრძოლა ხდება არა საარჩევნო ყუთთან, არამედ ქუჩაში, გარედან გაცემული ინსტრუქციების მიხედვით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025