Skip to content
01/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი ოპოზიციას: გინდათ, რომ აადუღოთ სიტუაცია, პოლარიზება, შფოთვა, რაღაც არეულობა შემოიტანოთ საზოგადოებაში და ამყოფოთ მუდმივად დაძაბულობის რეჟიმში ჩვენი ხალხი

მარშალ პრესი 22/06/2022
პრემიერი

ამ 10 წლიან პერიოდში, რაც ჩვენ შევძელით, ასეთი დესტრუქციული, რევანშისტული, რადიკალური ოპოზიციის პირობებში, ვფიქრობ, მართლაც, მისასალმებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციას სურს პოლარიზება, შფოთვა, არეულობა შემოიტანოს საზოგადოებაში.

„როდესაც საუბრობთ პოლარიზაციაზე, უკაცრავად და არის თუ არა ეს პოლარიზაცია მომდინარე თქვენგან. წარმოვიდგინოთ, რო თქვენ არავითარი რეპლიკები არ დაგეწყოთ, დაგემთავრებინათ, მოგესმინათ ჩემი წლიური ანგარიში, შემდეგ გამოსულიყავით და გეთქვათ, ნებისმიერი კითხვა დაგესვათ, გაგვემართა ნორმალური, ცივილიზებული, ევროპული ტიპის დებატები. ეს უბრალოდ არ შეგიძლიათ, პირიქით, გინდათ, რომ აადუღოთ სიტუაცია, პოლარიზება, შფოთვა, რაღაც არეულობა შემოიტანოთ საზოგადოებაში და ამყოფოთ მუდმივად დაძაბულობის რეჟიმში ჩვენი ხალხი. ამ 10 წლიან პერიოდში, რაც ჩვენ შევძელით, ასეთი დესტრუქციული, რევანშისტული, რადიკალური ოპოზიციის პირობებში, ვფიქრობ, მართლაც, მისასალმებელია“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი დავით ხაჯიშვილს: სტრასბურგში 152 საქმე იქნა გაგზავნილი წელს, თქვენს დროს იყო 4 000, 5000, გამამტყუნებელი განაჩენი იყო 99%, გესმით რა ხდება?!
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: თუ მშვიდობა არ იქნება, არ იქნება არავითარი განვითარება, არც ეკონომიკური განვითარება, არც ევროპული პერსპექტივა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025