Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმება ტრამპის „მე-5 მუხლის მსგავს“ უსაფრთხოების გარანტიებს და ამბობს, რომ უკრაინა უნდა გახდეს „ფოლადის ზღარბი, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის უგემური და ძნელად მოსანელებელია“

მარშალ პრესი 17/08/2025
URSULA VON

ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმება ტრამპის „მე-5 მუხლის მსგავს“ უსაფრთხოების გარანტიებს და ამბობს, რომ უკრაინა უნდა გახდეს „ფოლადის ზღარბი, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის უგემური და ძნელად მოსანელებელია“.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას აღნიშნა, უკრაინას უნდა შეეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ხოლო უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე არანაირი შეზღუდვა არ უნდა იყოს.

„უკრაინას უნდა შეეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე არანაირი შეზღუდვა არ შეიძლება იყოს: იქნება ეს სხვა მესამე ქვეყანასთან თანამშრომლობა თუ მესამე ქვეყნების დახმარება. უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის არანაირი შეზღუდვა არ უნდა იყოს.
საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლა არ უნდა მოხდეს. ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინამ და მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს. ეს გადაწყვეტილებები არ უნდა იქნეს მიღებული უკრაინის მონაწილეობის გარეშე. ვიდრე უკრაინაში სისხლის ღვრა გაგრძელდება, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააგრძელებს. უკრაინა უნდა გახდეს ფოლადის ზღარბი, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის უგემური და მოუნელებელია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

Post navigation

Previous: დავიწყეთ წინასაარჩევნო შეხვედრები. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და არსებულ გამოწვევებზე, რომელიც მოსახლეობასთან ერთად უნდა გადავჭრათ – ვარლამ წიკლაური
Next: ამერიკამ 180 გრადუსით შეცვალა პოლიტიკა დაპირისპირებულ ბირთვულ სახელმწიფოსთან, ბაიდენისგან და ევროპელებისგან განსხვავებით, ტრამპი უკრაინის ომს ამერიკის ომად არ განიხილავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.