IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საქართველოს მიმართ არის მოლოდინები და არის ნდობა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის დაამტკიცებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მე როგორც ვიცი, წარმომადგენლობითმა ორგანომ მიმართა ამერიკის მთავრობას, რომ მათ აცნობონ საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ. ამას ვაკეთებთ ჩვენ გერმანიაშიც. ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში განვითარებას, უფრო მეტ დემოკრატიულ განვითარებას, მეტად საბაზრო-ეკონომიკურ განვითარებას და ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ განვითარებას. ხელს ვუწყობდით შევარდნაძის პერიოდშიც, ხელს ვუწყობდით სააკაშვილის მთავრობის პერიოდშიც და რა თქმა უნდა, ხელს ვუწყობთ საქართველოს ამ განვითარებაში „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშიც. რა თქმა უნდა, საქართველოს წინაშე არის მოლოდინები და რა თქმა უნდა, არის ნდობა საქართველოს მიმართ“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი. დოკუმენტის თანახმად, საქართველო 2021 წელს დახმარების სახით 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება