Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

წავიდა მათი ღვარძლიანი ნიაღვარი პრეზიდენტ ტრამპის მიმართულებით, ეს ის ხალხია, რომელიც საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვასაც ნატრობდა და ახლაც ნატრობს

მარშალ პრესი 17/08/2025
levan nikoleishvili

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგ-პროპაგანდისტთა განცხადებებს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ნიკოლეიშვილის თქმით, ნოდია, დარჩიაშვილი და გოცირიძე სწორედ ის ხალხია, რომელიც ნატრობდა და ახლაც ნატრობს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვას. „რას გადაწყვეტს ზელენსკი, უფრო სწორედ კი მისი ევროპელი ბატონები და „დიფ სთეითი,“ დათნხმდებიან თუ არა ომის დასრულებას ჯერ-ჯერობით უცნობია. ბევრ მიზეზთა გამო შესაძლოა ომი ისევ გაგრძელდეს, გაგრძელდეს კაცის კვლა, სისხლის ღვრა, ქალაქების ნგრევა და უბედურება, მაგრამ სამაგიეროდ გაიზრდება ომის მომხრე, კაცთმოზულეთა ანგარიშები და ფინანსები. ასეთი სცენარის განვითარების სურვილს, საქართველოში მყოფი უსამშობლოები როგორ ჩამორჩებოდნენ, შესაბამისად წავიდა მათი ღვარძლიანი ნიაღვარი პრეზიდენტ ტრამპის მიმართულებით, აქაოდა, როგორ ბედავს ამერიკის პრეზიდენტი მშვიდობაზე საუბარს, როცა რუსებთან ბრძოლა თურმე ბოლო უკრაინელამდე შეიძლებაო.

ეს ის ხალხია, რომლებიც საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვასაც ნატრულობდნენ და ახლაც ნატრულობენ, ოღონდ არა საკუთარი ოჯახის წევრების მონაწილეობით, ასეთ შემთხვევაში ქართველები, საქართველო კი მათ არ ენაღვლებათ. ჩემი ნება, რომ იყოს ამ კატეგორიის „ხალხს“ უკრაინის ფრონტზე, წინა ხაზზე გავყრიდი, მანამდე კი რომელიმე ქართულ სამხედრო პოლიგონზე დღედაღამე სანგრებს ვათხრევინებდი პატარა ბავშვის სათამაშო ნიჩბებით, არ მგონია ჭკუაზე მოსულიყვნენ, თუმცა კარგი პრეცენდენტი იქნებოდა მათნაირად „მოაზროვნებისათვის,“ რახან სხვის მსხვერპლეშეწირვაზე და დასფლავებაზე ფიქრობენ, მანამდე მიწაზე მუშაობაც, სანგრების თხრით ისწავლონ“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: მაშინ, როცა კაცობრიობა მშვიდობის აღდგენას ელოდება და გულშემატკივრობს, ჩვენი ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აქტიურად იღვწიან ომის პროპაგანდისთვის
Next: -როცა დონალდ ტრამპი მსოფლიო მშვიდობისთვის იბრძვის, ქართული ოპოზიცია ფსონს ომზე აკეთებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.