Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებულ მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

მარშალ პრესი 17/08/2025
530853185_1269934204624334_7213659116419735729_n

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შარაშიძესთან ერთად, ბახმაროში იმყოფებოდა და ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებულ მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

ტრადიციული დოღი 19 აგვისტოს, 13:00 საათზე ბახვის წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. დღის განმავლობაში მოეწყობა:
ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და სპორტული შეჯიბრებები სხვადასხვა სახეობაში.
ღონისძიება დასრულდება ჯგუფი „ურსას“ კონცერტით.

მოქალაქეების საყურადღებოდ, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს როგორც ბახმაროს დამსვენებლების, ასევე, დოღზე ვიზიტორთა უსაფრთხო გადაადგილება, 19 აგვისტოს დღის 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, კურორტის ტერიტორიაზე შეიზღუდება ავტომანქანებით გადაადგილება. ბახმაროს სტუმრებს ვთხოვთ, ავტომანქანები გააჩერონ საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ ან სპეციალურად გამოყოფილ საპარკინგე ტერიტორიაზე.
გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს ბახმაროს შესასვლელიდან – 2050 ნიშნულის მიმდებრე ტერიტორიიდან.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ჯობდა სულ არ ყოფილიყო ეს შეხვედრა – გია ნოდია ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე
Next: მაშინ, როცა კაცობრიობა მშვიდობის აღდგენას ელოდება და გულშემატკივრობს, ჩვენი ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აქტიურად იღვწიან ომის პროპაგანდისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.