Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ტრამპი რომ საგარეო პოლიტიკასა და ისტორიაში ბრიყვია, ამას წყალი არ გაუვა – “ნაცმოძრაობის” იდეოლოგი დავით დარჩიაშვილი

მარშალ პრესი 17/08/2025
david darchiashvili

ტრამპი რომ საგარეო პოლიტიკასა და ისტორიაში ბრიყვია, ამას წყალი არ გაუვა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი იდეოლოგი, დავით დარჩიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, მართალია, ტრამპი ბრიყვია, მაგრამ, პუტინთან შეხვედრის დროს, მთლიანობაში, “ამერიკელებმა იკაცეს და ტრამპსაც აკაცეს”.

“ტრამპი რომ საგარეო პოლიტიკასა და ისტორიაში ბრიყვია, ამას წყალი არ გაუვა: როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები “ამა ქვეყნის ძლიერთა” შორის ტრანსაქციები გგონია და არა ეროვნული და ისტებლიშმენტის ინტერესები, ბრიყვი ხარ. მაგრამ, მთლიანობაში, ამერიკელებმა იკაცეს და ტრამპსაც აკაცეს: შეხვედრა დროზე ადრე დამთავრდა; ტრამპს “დეველოპერული” არაფერი უკადრებია, პუტინის საწინააღმდეგოდ კი თქვა, რომ არაფერზე შევთანხმდით და ახლა ევროპელებს და ზელენსკის შევხვდებიო; პუტინს კინკრიხოზე მძიმე ბომბდამშენი გადააფრინეს; ფოქს ნიუსი ანტიპუტინისტური იყო.” – წერს დავით დარჩიაშვილი.

Continue Reading

Previous: ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია
Next: „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა, ხულოში მხარდამჭერებს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე წარუდგინა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025