Skip to content
08/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ფიბა ევროპის პრეზიდენტს ხორხე გარბახოსას შეხვდა

მარშალ პრესი 16/08/2025
530557166_766555796337074_5916690091640057882_n

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ფიბა ევროპის პრეზიდენტს, ხორხე გარბახოსას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი კალათბურთში 16-წლამდელთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს შეეხო, რომელიც თბილისში ტარდება. მიხეილ ყაველაშვილმა ფიბა ევროპის პრეზიდენტს საქართველოსთვის ნდობის გამოცხადებისა და პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობის უფლების მინიჭებისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ფიბასთან მჭიდრო თანამშრომლობა ქართული კალათბურთის მომავალი წარმატებების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. „დიდად ვაფასებთ ქართული კალათბურთის განვითარების ხელშეწყობისთვის ფიბას მნიშვნელოვან მხარდაჭერასა და ძალისხმევას. ჩვენ გვჯერა, რომ ფიბასთან მჭიდრო თანამშრომლობა არის ქართული კალათბურთის მომავალი წარმატებების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. შეხვედრის დასასრულს მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ტურნირი საქართველოში კალათბურთის პოპულარობას კიდევ უფრო გაზრდის. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

Post navigation

Previous: რუსეთის მთავარი და გარდაუვალი კონფრონტაცია არა იმდენად უკრაინასთან, არამედ უშუალოდ ევროპასთან იქნება -ირაკლი ყიფიანი
Next: პრემიერ-მინისტრი კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.