IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით,  საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის  5 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია.

დღეს 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქს. შესაბამისად ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები და ის 973-ია. გამოჯანმრთელებული მხოლოდ 2 პაციენტია, სულ კი 846 გამოჯანმრთელებული გვყავს.

5 ახალი შემთხვევიდან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი საკარანტინო სივრციდან დადასტურებულ შემთხვევათა კონტაქტია, ერთ მათგანზე კი ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება ინფექციის წყაროს დადგენის თვალსაზრისით.

რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, გუშინ 22 დადასტურებული შემთხვევა გვყავდა, მათგან გამოჯანმრთელდა მხოლოდ ერთი და უკვე გაეწერა. დღეს კი შემოგვემატა 2 ახალი შემთხვევა, ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. მათი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. სტაციონარში არსებული სიტუაციაც ამ დრომდე უცვლელია,”- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება