Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე: არავის არ მოგვწონს და ჩვენ გვინდა მართლაც ამ პოლარიზაციის დასრულება, მაგრამ როგორ უნდა მოვახერხოთ ამ ადამიანების პირობებში, მართლაც ვერ წამომიდგენია

მარშალ პრესი 22/06/2022
ირაკლი ღარიბაშვილი2

რა თქმა უნდა, არავის არ მოგვწონს და ჩვენ გვინდა მართლაც ამ პოლარიზაციის დასრულება, მაგრამ როგორ უნდა მოვახერხოთ ამ ადამიანების პირობებში, მართლაც ვერ წამომიდგენია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, კონსტრუქციული დამოკიდებულებას ასევე, კონსტრუქციულ დამოკიდებულებით უპასუხებს.

„როგორ წარმოგიდგენიათ, გამოვედი, არაფერი არ მითქვამს საერთოდ, ხალხი გვიყურებს, გვისმენს, სიტყვა არ მითქვამს, საუბარი დავიწყე იმით, რომ ისტორიული, მართლაც ასეა, ისტორიული ჩანაწერი გაჩნდა პირველად, რომ ევროპული პერსპექტივა მიენიჭა ქვეყანას. პირდაპირ, შავით თეთრზე წერია – იმისთვის, რომ გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი – ამაზე დაიწყეს შეურაცხყოფები, ლანძღვა და ა.შ. ამაზე, რა თქმა უნდა, ჩემგან ათჯერ მეტი მიიღეს და ასეც იქნება ყოველთვის. იყოს კონსტრუქციული დამოკიდებულება და ასევე, ათმაგად დაგიბრუნებთ კონსტრუქციულ დამოკიდებულებას ყველას. ასე აღარ იქნება, როგორც ადრე იყო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: პრემიერი: რეგიონში და ევროპის მასშტაბით ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი მართლაც ძალიან კარგი და ძალიან ბევრი პროფესიონალი მოსამართლე ჰყავს ჩვენს ქვეყანას
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: შაშკინმა 7 აგვისტოს დატოვა საქართველო, ჩამოვიდა 19 აგვისტოს ავსტრიიდან, თავდაცვის მინისტრად დანიშნეთ შემდეგ ეს კაცი, ნაყოფიამ დატოვა საზღვარი 7 აგვისტოს და შემდეგ შემოვიდა 20 აგვისტოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.