Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი: წარვადგინეთ ოთხივე მუნიციპალიტეტში მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, მინდა ყველა მათგანს წარმატება ვუსურვო – დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ პირველივე ტურში

მარშალ პრესი 16/08/2025
simon guledani

სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის მხარეში, სიმონ გულედანმა, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები, მმართველმა გუნდმა საზოგადოებას უკვე წარუდგინა. გულედანის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატები პირველივე ტურში მოიპოვებენ გამარჯვებას.

„დაიწყო საარჩევნო კამპანია, წარვადგინეთ ოთხივე მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები და ასევე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს მინდა წარმატება ვუსურვო. ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, ძალიან ბევრია გასაკეთებელი და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ პირველივე ტურში.“ – განაცხადა სიმონ გულედანმა. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები შიდა ქართლში არიან: გორი – კონსტანტინე ბუზალაძე, ქარელი – ზაზა გულიაშვილი, კასპი – ვახტანგ მაისურაძე, ხაშური – პაატა ჩადუნელი.

Continue Reading

Previous: ოპოზიციის ბრალდებები ცესკოს წინააღმდეგ, თითქოს უწყებამ კვებაზე “ათობით ათასი ლარი დახარჯა”, რეალობას აცდენილია
Next: საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 21 წელი გავიდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025