Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არჩევნებისთვის მზადების პროცესი მიკერძოებული პირებისგან მორიგი თავდასხმის საბაბად იქცა – ცესკო

მარშალ პრესი 16/08/2025
cesko

საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს მზადებას მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის. საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული პროცესი ჯერ კიდევ არჩევნების გამოცხადებამდე დაიწყო და ამ დრომდე არაერთი აქტივობა განახორციელა, რომელიც არჩევნების პროფესიულ დონეზე ჩატარების უზრუნველყოფისკენ არის მიმართული.  “- ამის შესახებ განცხადებას ცესკო ავრცელებს.

“მათ შორის განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა საარჩევნო ადმინისტრაციების საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც 22 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 100-მდე წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

პროექტი „არჩევნები და ელექტრონული ტექნოლოგიები“, რომელიც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში 7 ეტაპად განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო 4 900-მდე მონაწილემ.

გაიმართა შეხვედრები ახალგაზრდებთან პროექტის „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები – იდეიდან ცვლილებებამდე“ ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 400-მდე ახალგაზრდამ.

გაიმართა სამუშაო შეხვედრა საერთო სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველ მოსამართლეებთან, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 80-მდე პირმა. 

ამ ეტაპზე  მიმდინარეობს  მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მოსამზადებელი ფაზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების, ტრენერთა კორპუსის გადამზადების პროცესი. სწავლებას 279 პირი გაივლის. გადამზადებული ტრენერები კი შემდგომ ეტაპზე ტრენინგებს საუბნო საარჩევნო კომისიების ათასობით წევრს ჩაუტარებენ.

ბუნებრივია ყველა ზემოთჩამოთვლილი აქტივობის განხორციელება არის ცესკოს სამოქმედო გეგმის ნაწილი. თვეების მანძილზე ათეულობით ღონისძიების ჩატარებას და ათიათასობით ადამიანის გადამზადებას კი – თან ახლავს გარკვეულ ხარჯები. ეს, როგორც ჩანს, ზოგიერთი დაინტერესებული მხარისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმის საბაბი გახდა. კონტექსტიდან ამოგლეჯილი მონაცემების ტირაჟირება ხდება იმგვარად, თითქოს დანახარჯები რამდენიმე თვის მანძილზე ათობით ჩატარებულ ღონისძიებას და ათასობით ადამიანს კი არა, მოკლე პერიოდში დაუდგენელ საჭიროებებს მოხმარდა და ამ მხრივ,  რაიმე გადაცდომას აქვს ადგილი. მაშინ, როცა ყველა დოკუმენტი, რომელიც აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებასთან არის დაკავშირებული საჯაროა. 

საარჩევნო ადმინისტრაცია ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ყველა ხარჯი არის მიზნობრივი და დასაბუთებული. ამ საკითხზე დაინტერესებული მხარეების კომენტარები კი ორგანიზაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.  ცენტრალური საარჩევნო კომისიას არ დატოვებს რეაგირების გარეშე პროცესის დაზიანების არც ერთ მცდელობას და საზოგადოებას მიაწვდის სიმართლეს ყველა საკითხზე, რომელიც მიკერძოებული პირების მიერ მანიპულაციურად იქნება ტირაჟირებული. “- ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

Continue Reading

Previous: წითელი ხალიჩისა და სიტყვა „პროგრესის“ უკან იმალებოდა ომის გაყინვის ფორმულის ძიება და ახალი ბირთვული გარიგება, ხოლო მთავარ იმიჯურ საჩუქრად ტრამპისთვის, პუტინის აღიარებითი ხაზგასმა მიმაჩნია
Next: ოპოზიციის ბრალდებები ცესკოს წინააღმდეგ, თითქოს უწყებამ კვებაზე “ათობით ათასი ლარი დახარჯა”, რეალობას აცდენილია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025