Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ილია საბაძე: მაქვს პატივი, რომ კიდევ ერთხელ წარმოვადგენდე “ქართულ ოცნებას” და ჩემს წალკელებთან ერთად გავაგრძელო მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნვა

მარშალ პრესი 15/08/2025
06

მაქვს პატივი, რომ კიდევ ერთხელ წარმოვადგენდე “ქართულ ოცნებას” და ჩემს წალკელებთან ერთად გავაგრძელო მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნვა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წალკის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ილია საბაძემ განაცხადა, რომელიც მმართველმა გუნდმა მეოთხე ვადით წარადგინა.

მოქმედმა მერმა ისაუბრა მისი მუშაობის პერიოდში მუნიციპალიტეტში განხორციელებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოზე, მათ შორის, გზების, საბავშვო ბაღების და სკოლების აშენებისა და რეაბილიტაციის შესახებ.

“ჩემი მუშაობის პერიოდში დაიგო 117 კმ საგზაო ინფრასტრუქტურა, დარჩენილია 9 სოფლის გზების აღდგენითი სამუშაოები. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ამასაც დავასრულებთ და საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად იქნება დასრულებული მუნიციპალიტეტში. 2014 წლამდე, ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა ქალაქ წალკაში 25 ბავშვის ოდენობით, ამჟამად მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 9 საბავშვო ბაღი 365 აღსაზრდელით, სექტემბრის თვეში კი იგეგმება ორი საბავშვო ბაღის გახსნა დაბა თრიალეთში და სოფელ კაბურში. 2023 წელს მუნიციპალიტეტში აშენდა ორი ახალი სკოლა და 16 საჯარო სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, ამჟამად მიმდინარეობს ორი საჯარო სკოლის მშენებლობა სოფელ აიაზმაში და სოფელ საბეჭისში.” – განაცხადა ილია საბაძემ.

Continue Reading

Previous: სურამის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა, გზა 16 აგვისტოს გაიხსნება
Next: მეამაყება, რომ ჩემს დმანისელებს უკვე შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ყველა თემიდან და სოფლების 90 პროცენტიდან უფასოდ ჩამოვიდნენ მიკროავტობუსებით ქალაქის ცენტრში, მიიღონ სხვადასხვა სახის სერვისები – განვახორციელეთ უამრავი პროექტი როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური მიმართულებით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025