ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიტანეს ჩვენი მიწა-წყალი, თქვენ დაკარგეთ

970X90

ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიტანეს ჩვენი მიწა-წყალი, თქვენ დაკარგეთ, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩააბარა ტერიტორიები და ისევ დააბრუნა რუსული ჯარი ქვეყანაში.

„მაგით რისი თქმა გინდათ ბატონო რომან, რატომ არ ვახსენებ რუსეთის პრეზიდენტის სახელს, პუტინის. და რა მერე, რისი მიღწევა გინდათ, რას მოვუტან მაგით ან ქვეყანას, ან ხალხს, ან თქვენთვის რას მოვიტან. რისი ჩვენება გინდათ ამით. თქვენ რომ ახსენეთ, რა მერე, მაგარი კაცი ხართ თუ რა გააკეთეთ ამით, ვერ გავიგე. რა აჩვენეთ ხალხს, აუხსენით, დაელაპარაკეთ. რა სპექტაკლებს დგამთ. 4 წელი აღარ ვიყავი მთავრობაში. სამი გამოაკელით. 2015-ში ვახსენე თუ 2014-ში? კარგია, რომ მეცადინეობთ და ითვლით წლებს. თქვენთვის, ბატონო რომან, ეროვნული ინტერესების ცნება არის უცხო. ეროვნული ინტერესების ცნება არ იციან ამ ადამიანებმა. თავს გაწირავენ, ირბენენ სხვა ქვეყნების დროშებით. ღმერთმა ყველას გაუმარჯოს, ყველა ქვეყანას მინდა ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა, მაგრამ მეგობრებო, ჯერ თქვენს ქვეყანაზე იფიქრეთ, ჩვენს სახელმწიფოზე იფიქრეთ. თქვენ რა გაგიკეთებიათ ბატონო რომან.

ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიტანეს ჩვენი მიწა-წყალი. თქვენ დაკარგეთ მიწა წყალი, ტერიტორიები, თქვენმა ხელისუფლებამ დაკარგა ტერიტორიები, კოდორი, ახალგორი, ასზე მეტი სოფელი აღიარებინეთ რუსეთს. რუსეთი არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის მომხდენი. დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ორი მნიშვნელოვანი რეგიონი. გუშინ დაიწყეს საუბარი, რომ ნატოში უნდა შევიდეთ მაგ ტერიტორიების გარეშეო. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამხელა რისკებს უქმნიან ქვეყანას, თითქოს ამათი მოტანილია ეს ტერიტორიები, თითქოს ამათი ტერიტორიებია. იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვესმის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები და კარგია, რომ ეს განიმარტა, სიცხადე შემოვიდა. რეფერენდუმთან, ანექსიასთან და მიერთებასთან დაკავშირებული განცხადებები. მეგობრებო, ასე უდიერად რომ ეპყრობოდით ქვეყნის ტერიტორიებს, რომ გაფლანგეთ, გაანიავეთ, ჩააბარეთ ტერიტორიები და შემოიყვანეთ, ისევ დააბრუნეთ, რუსული ჯარი, აი, მაგიტომ ხართ ოპოზიციის რიგებში და იქნებით მუდამ, იმიტომ, რომ თქვენნაირი ხალხი ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში. ეს იცოდეთ კარგად“, – განაცხადა პრემიერმა.

970X90
გაზიარება