Skip to content
15/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო

მარშალ პრესი 12/08/2025
133

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო.

მიხეილ ყაველაშვილი მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმში მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას პატივი მიაგო და საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა.

ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის უმაღლესი დონის შეხვედრები კოლეგასთან,  რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვედრას გამართავს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშთან.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მერის მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
Next: აჭარაში, სულხან თამაზაშვილმა, პოლიტასბჭოსთან ერთად შეარჩია, პროფესიონალი, კეთილსიდისიერი და რაც მთავარია, მოსახლეობისთვის მისაღები მერობის კანდიდატები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.