Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარას ეწვევა

მარშალ პრესი 12/08/2025
mikheil kavelashvili

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარას ეწვევა.

 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილს დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სასახლეში უმასპინძლებს, გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარასელია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები: გიორგი ჭყონია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი.

Continue Reading

Previous: მმართველმა გუნდმა ყველა პირობა შექმნა იმისა, რომ მისმა კანდიდატებმა, ყველა მუნიციპალიტეტში, გამარჯვება მოიპოვონ
Next: მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025