Skip to content
27/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო

მარშალ პრესი 12/08/2025
kobaxidze-pashiniani

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

„ნიკოლ ფაშინიანმა თავის კოლეგას 8 აგვისტოს, აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო, კერძოდ, „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ შეთანხმება“, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მექანიზმების დაშლის შესახებ ეუთო-სთვის ერთობლივი მიმართვა, ასევე რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პრინციპების ფარგლებში და ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ასევე პროექტი „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების საჯაროდ მისალმებისთვის.

სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების დღის წესრიგზე.

„ისინი იზიარებდნენ მოსაზრებას, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა ახალ შესაძლებლობებს უხსნის მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Continue Reading

Previous: ე.წ. ძალიან დემოკრატიულ მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების წინ, პოლიტიკური დაძაბულობა იზრდება, გაგაუზიის ავტონომიის ხელმძღვანელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი თქვა „პობედას“ ბლოკის რეგისტრაციაზე
Next: მმართველმა გუნდმა ყველა პირობა შექმნა იმისა, რომ მისმა კანდიდატებმა, ყველა მუნიციპალიტეტში, გამარჯვება მოიპოვონ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025