Skip to content
27/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

მარშალ პრესი 11/08/2025
529432193_1081902336877908_7047936135440980940_n

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად, სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.

შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებმა. 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან უთანასწორო შეტაკების დროს, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე.

Continue Reading

Previous: “ქართულმა ოცნებამ” მთელი ქვეყნის მასშტაბით, მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა
Next: ირაკლი კობახიძემ აჭარის ექვსი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები დაასახელა: ქობულეთში ირაკლი ცეცხლაძე, ხელვაჩაურში ზაზა დიასამიძე, შუახევში ომარ ტაკიძე, ქედაში მამუკა თურმანიძე, ხულოში ვახტანგ ბერიძე, ბათუმში – გიორგი ცინცაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025