Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ომი ვინ დაიწყო, ეს არის შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებული, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიასაც აქვს ხელმოწერით დადასტურებული ეს ყველაფერი, 2018 წლამდე ამ რეჟიმის წარმომადგენლები ვერც ბედავდნენ იმაზე საუბარს, რომ მათ არ დაუწყიათ ომი

მარშალ პრესი 11/08/2025
irakli kobakhidze
ომი ვინ დაიწყო, ეს არის შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებული, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიასაც აქვს ხელმოწერით დადასტურებული ეს ყველაფერი, ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, ტალიავინის დასკვნა და თავად მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამივე დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი.
„2018 წლამდე ამ რეჟიმის და პარტიის წარმომადგენლები ვერც ბედავდნენ იმაზე საუბარს, რომ მათ არ დაუწყიათ ომი. 2018 წელს მოხდა ასეთი რამ, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ომი დაიწყო მაშინდელმა ხელისუფლებამ და ამან მისცა ერთგვარი საბაბი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიას, რომ საპირისპირო ემტკიცებინათ. მაშინ იყო რთული პერიოდი, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდის შიგნითაც „ქართულ ოცნებაში“ არ იყო მარტივი ვითარება და ჩვენ გაგვიჭირდა სალომე ზურაბიშვილის დაცვა მაშინ, როდესაც მან ეს განცხადება გააკეთა. ამ განცხადების გამო სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადეს მოღალატედ და დღემდე ალბათ ძალაშია მათი ეს პოზიცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Continue Reading

Previous: ვერავითარი ღალატი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ვერ გაამართლებს და არ გაამართლებს იმ ოკუპაციას, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20% – მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა
Next: საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025