Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

სანქციების ნაცვლად, დონალდ ტრამპი რუსეთთან სამიტს აანონსებს – გამოცემა “ეკონომისტი”

მარშალ პრესი 10/08/2025
4004

“სანქციების ნაცვლად, დონალდ ტრამპი რუსეთთან სამიტს აანონსებს” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი მედიასაშუალება The Ecnomist-ი.

ავტორი აღნიშნავს, რომ, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დასახელებული ვადის ამოწურვის შემდეგ, ტრამპის მიერ წამოყენებული ულტიმატუმი უკვალოდ გაქრა და შტატების პირველმა პირმა, სანქციების ნაცვლად, პუტინთან ჩანიშნულ სამიტზე დაიწყო საუბარი.

“დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს ვადა 8 აგვისტომდე მისცა: ან საბრძოლო მოქმედებებს დაასრულებდა, ან დამანგრეველი სანქციების წინაშე აღმოჩნდებოდა, მაგრამ, როგორც კი ეს დღე დადგა, აღმოჩნდა, რომ ულტიმატუმი უკვალოდ გაქრა”, – წერს The Economist-ი.

როგორც ავტორი აღნიშნავს, ვადის ამოწურვის დღესვე, საღამოს, გასაჯაროვდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ ტრამპისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა იგეგმება – სამიტი 15 აგვისტოს, ალასკას შტატშია ჩანიშნული.

“უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სამიტს, სავარაუდოდ, არ დაესწრება. როგორც ჩანს, ბატონმა პუტინმა ეს დიპლომატიური ტრიუმფი ამერიკელ დიპლომატებთან ბოლო მოლაპარაკებების ოსტატურად წარმართვით მიაღწია”, – წერს the Economist-ი.

Continue Reading

Previous: პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
Next: აგვისტოს ომი იყო სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის „პიკი“ და საგამოძიებო კომისიის საბოლოო ანგარიშის საკვანძო თემა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025