Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა

მარშალ პრესი 10/08/2025
06

მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე, სნაიპერის საერთაშორისო კურსის დასრულების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალი, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი, სარდლობის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. 

ორკვირიან საერთაშორისო კურსში, რომელსაც ქართველი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ, საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ბელგიისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამხედროებმა რთული რელიეფის პირობებში სხვადასხვა დისტანციიდან საცეცხლე სავარჯიშოები შეასრულეს და შორ მანძილზე სროლის უნარები დახვეწეს. 

დასკვნითი სროლები კურსდამთავრებულებმა ბაზის პოლიგონზე  გამართეს, სადაც სნაიპერული შაშხანებით სხვადასხვა მანძილზე სიზუსტისა და პროფესიონალიზმის დონე წარმოაჩინეს.

ღონისძიებებაზე კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ. 

სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო კურსის მიზანია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ინსტიტუციებთან თანამშრომლობის გაღრმავება, თავსებადობის დონის ამაღლება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

Post navigation

Previous: ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია
Next: პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.