Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

მთელი კოლექტიური დასავლეთი, მათ შორის შეერთებული შტატებიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, განსხვავებული შეხედულებების ცენზურას ახდენდა, არ მინდა, სხვა ქვეყნები ამ კვალს მიჰყვნენ

მარშალ პრესი 09/08/2025
jd vance

მთელი კოლექტიური დასავლეთი, მათ შორის შეერთებული შტატებიც ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობისას, განსხვავებული შეხედულებების ცენზურას ახდენდა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ბრიტანელ კოლეგას, დევიდ ლემის შეხვდა.

„ჩემი აზრით, მთელი კოლექტიური დასავლეთი, ტრანსატლანტიკური თანამეგობრობა, ჩვენი ნატო-ელი მოკავშირეები, ცხადია, აშშ ბადენის ადმინისტრაციის მმართველობის დროს, ცოტა უფრო მეტად კომფორტულად იყო განსხვავებული ხმების ცენზურასთან, ვიდრე მათთან თანამშრომლობასთან. ეს იყო ჩემი მოსაზრება“, – განაცხადა ვენსმა.

მისივე თქმით, მან ამის შესახებ ისაუბრა ატლანტის ოკეანის მეორე მხარე მყოფ მეგობრებთანაც.

როგორც ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, მას არ სურს, რომ დიდი ბრიტანეთი წავიდეს ამ ბნელი გზით და დაკარგოს სიტყვის თავისუფლება.

„თუმცა, ის რასაც მე ვეტყოდი ინგლისელ ხალხს, დევიდ ლემის და ნებისმიერ სხვას, არის ის, რის გარშემოც შეშფოთება არსებობდა აშშ-ში 2020-2024 წლებში. უბრალოდ არ მინდა, რომ სხვა ქვეყნები ჩვენს კვალს მიჰყვნენ, რომელიც, ჩემი აზრით, იყო ბნელი გზა ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის დროს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

Continue Reading

Previous: BMG, რომელიც პირდაპირ ქვეყნის ჩამოშლას ცდილობს, უცხოელებმა იყიდეს. როგორც ჩანს, მათ მავნებლობის გაგრძელება და უფრო მეტიც, მავნებლობის გაძლიერებაში კიდევ უფრო მეტი ფულის ჩასხმა აქვთ მიზნად
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025