Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნაციონალურმა მოძრაობამ და ნიკა გვარამიას პარტიამ ნომრები დაკარგეს

მარშალ პრესი 09/08/2025
cesko

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების რეგისტრაციის ვადა დღეს ამოიწურა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში 17 პარტია დარეგისტრირდა. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ დარეგისტრირდნენ, შესაბამისად, საარჩევნო ბიულეტენზე ამომრჩეველს არ დახვდება „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“. მათ საარჩევნო ნომრები დაკარგეს, თუმცა მათი ნომრები – N5 და N 4 დოლურაში მოხვდება და სხვა პარტიებისთვის გათამაშდება.

საარჩევნო ნომრები 5-მა პარტიამ შეინარჩუნა. ესენია:

ნომერი 8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;

ნომერი 9 – „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!”;

ნომერი 25 – „გახარია საქართველოსთვის”;

ნომერი 36 – „ახალი პოლიტიკური ცენტრი” (შემოკლებული დასახელება „გირჩი”)

ნომერი 41 – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”.

12 პარტიას კი სამომავლოდ უნდა მიენიჭოს საარჩევნო ნომერი. ეს პარტიებია:

„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია”;

„ჩვენი გაერთიანებული საქართველო”;

„საქართველო”;

„თავისუფალი საქართველო”;

„მემარცხენე ალიანსი”;

„ქართველ ერთობა”;

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კონსერვატორები საქართველოსთვის”;

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მამული, ენა, სარწმუნოება”;

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „სახალხო ხელისუფლება”;

„მწვანეთა პარტია”;

„მესამე გზა”;

„დემოკრატთა ალიანსი”.

მუნიციპალური არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს გაიმართება.

Continue Reading

Previous: ცესკოში საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა
Next: ჩვენ ვიყავით და ვრჩებით სამხრეთ კავკასიაში ყველა საერთაშორისო პროექტის ძირითადი რგოლი, ვინარჩუნებთ მრავალპოლუსიან სამყაროსთან თანამშრომლობის მზაობას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025