Skip to content
30/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის არ არსებობდა ქვეყანაში, არც ერთი რეალური, ძლიერი ოპოზიციური არხი არ არსებობდა

მარშალ პრესი 22/06/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის არ არსებობდა ქვეყანაში. არც ერთი რეალური, ძლიერი ოპოზიციური არხი არ არსებობდა ქვეყანაში და დღეს გამოდიან ეს ადამიანები, გვესაუბრებიან თავისუფალ მედიაზე, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური წლიურ ანგარიშს წარადგენს.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს 10 სამუშაო დღეში შეიძლება ნებისმიერი ტელევიზიის გახსნა.

„მოვისმინე შენიშვნა, რომ ჩვენ უნდა ვესაუბროთ ადამიანებს, რა გავაკეთეთ 10 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ყველაფერს კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათაც და ჩვენს ძვირფას ხალხს, თუ რა გავაკეთეთ ამ 10 წლის განმავლობაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, მინდა ყველას შევახსენო, იმ კონტექსტში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, უნდა შევახსენოთ მოსახლეობას და ჩვენს პარტნიორებს, უცხოელ მეგობრებს, რომ ჩვენ მართლაც უმძიმესი მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ.

რა თქმა უნდა,  კარგად ვიცით, რომ არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის არ არსებობდა ქვეყანაში. არც ერთი რეალური, ძლიერი ოპოზიციური არხი არ არსებობდა ქვეყანაში და დღეს გამოდიან ეს ადამიანები, გვესაუბრებიან თავისუფალ მედიაზე. სწორედ ჩვენს მიერ მიღებული, გატარებული რეფორმების შედეგად, დღეს 10 სამუშაო დღეში შეიძლება ნებისმიერი ტელევიზიის გახსნა. ამ მაჩვენებლით ჩვენ ბევრად წინ ვუსწრებთ, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს“ , –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Continue Reading

Previous: გაუგებარია, რას ერჩოდნენ საქართველოს, ის, რაც პირობებად ჩამოთვლილია, რეალურ პირობად ვერ ჩაითვლება, რადგან იგივე პირობები აქვს დათქმული მოლდოვას და უკრაინას
Next: ომის პირველივე დღეებიდან საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც გააგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში, დღეის მდგომარეობით, 260 რეზოლუციაზე გვაქვს თანხმობა მიცემული

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025