Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამაზე მოაწერა ხელი “ნაცმოძრაობის” მოღალატეობრივმა რეჟიმმა – გიორგი გამსახურდია

მარშალ პრესი 08/08/2025
giorgi gamsakhurdia

გიორგი გამსახურდია, ჰაიდი ტალიიავინის დასკვნის ერთ-ერთ პუნქტს, სადაც აღნიშნულია, რომ “ღია საომარი მოქმედებები დაიწყო საქართველოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციით ცხინვალის და მისი მიმდებარე ტერიტორიების წინააღმდეგ 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს. ოპერაცია ქართული მხარის მასიური საარტილერიო შეტევით დაიწყო“, სოციალურ ქსელში აზიარებს და აღნიშნავს, რომ ამაზე ხელი “ნაცმოძრაობის” მოღალატეობრივმა რეჟიმმა მოაწერა. გამსახურდიას განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას”, მხოლოდ საკუთარი დამკვეთების ხმა ესმის და ძალაუფლების სანაცვლოდ, დღესაც მზად არიან, რომ ქვეყანა რუსეთს ჩააბარონ, ვინაიდან, ანგარებისა და პირადი გამორჩენის მიზნით, ამ ძალას ყველაფერზე წასვლა შეუძლია. “აი ამაზე მოაწერა ხელი, ნაცმოძრაობის მოღალატეობრივმა რეჟიმმა.

სამართლებრივად და იურიდიულად რომ უხსნის ირაკლი კობახიძე, მოღალატეები ხართო, არ ესმით. ხალხი ეუბნება იგივეს, არც ეგ ესმით. ერთი თავიანთი დამკვეთების ენა ესმით და დღესაც მზად არიან, ძალაუფლების სანაცვლოდ, ქვეყანა ჩააბარონ რუსებს. წარმომიდგენია, ბიძინა ივანიშვილი რომ არ მოსულიყო, რას მოიმოქმედებდნენ კიდევ, ეს შეჩვენებულები. თავიანთი პირადი ანგარების და გამორჩენის მოზნით, ყველაფერზე წამსვლელი ძალაა, საერთოდ ყველაფერზე. P.S. ომის დღეებში, რამდენი საშინელება და უმსგავსოება ვნახე, მაგათი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების მხრიდან, მაგას ცალკე დავწერ” – წერს გიორგი გამსახურდია X-ზე.

Continue Reading

Previous: ნუ ეფარებიან ის ადამიანები [“ნაცმოძრაობა”] ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას და გმირობას. ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, რომ აერიდებინა ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა
Next: ვერაფრით გადაფარეს სააკაშვილისა დეკლარირებული ღალატის მე17 წლისთავი და ასეთი პრიმიტიული ჟონგლიორობით ცდილობენ ფონს გასვლას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025