Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას

მარშალ პრესი 08/08/2025
irakli kobakhidze6

“ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, იაკობაშვილი, ლომაია და სხვები საუბრობდნენ, რომ ისინი სეპარატისტებთან აწარმოებდნენ საომარ მოქმედებებს და მადლობას უხდიდნენ რუსეთს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას.

„ხვალ რომ შევიჭრათ ჩვენ ცხინვალში ან სოხუმში, ეს იქნება ჩვენი დანაშაული და ჩვენი ღალატი იმიტომ, რომ ეს იქნება ავანტიურა. “ნაციონალური მოძრაობის“ პარტია დილიდან აცხადებდა, რომ მათ ჰქონდათ საომარი მოქმედებები სეპარატისტებთან და რუსეთი იქცეოდა კარგად. ამას აცხადებდა “ნაციონალური მოძრაობის“ პარტია და დანარჩენი ყველაფერი არის „ნაცობა“. “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, იაკობაშვილი, ლომაია და სხვები საუბრობდნენ ასეთ რაღაცებს, რომ ისინი სეპარატისტებთან აწარმოებდნენ საომარ მოქმედებებს და მადლობას უხდიდნენ რუსეთს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Continue Reading

Previous: წლების განმავლობაში აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი, 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია „ნაცობა“
Next: ამ ტრაგედიიდან წლების შემდეგ, საქართველოს სჭირდება არა პოლიტიკური ავანტიურები, არამედ მშვიდობის მშენებლობა და სტაბილურობა რასაც “ქართული ოცნება” აუცილებლად მოახერხებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025