Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მეტნაკლებად საზოგადოების ღირებულებებთან მიახლოებულ კანდიდატს ვერ არჩევენ საერთოდ, ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა

მარშალ პრესი 08/08/2025
irakli kobakhidze
ოპოზიცია მეტნაკლებად საზოგადოების ღირებულებებთან მიახლოებულ კანდიდატს ვერ არჩევს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა.
„ფაქტია, რომ დიდი არჩევანი აქვს რადიკალურ ოპოზიციას და საინტერესო სპექტრში არჩევენ საკუთარ კანდიდატებს. ამ მდგომარეობაში რომ არის ოპოზიცია, ეს ერთი მხრივ ძალიან კარგია, თუმცა მეორე მხრივ ტრაგიკულ სურათს  აჩვენებს. მეტნაკლებად საზოგადოების ღირებულებებთან მიახლოებულ კანდიდატს ვერ არჩევენ საერთოდ. ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა“, –  აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა ხელისუფლება, რომ ითანამშრომლოს რუსეთთან ალეკო ელისაშვილის გადაცემის მიზნით.
„ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ყველგან და ყოველთვის, განურჩევლად იმისა, თუ რა შეხედულება გვაქვს ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ჩვენ ჩვენს მოქალაქეს დავიცავთ ყველგან და ყოველთვის, დანარჩენი არაფერი არ გვაინტერესებს“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: რაც შეეხება გენდერს და იმ მახინჯ იდეოლოგიას, რომელიც მკვიდრდება მთელი ევროპის მასშტაბით, მოაქვს სერიოზული პრობლემები ევროპისთვის, ეს არის სრული კატასტროფა და ჩვენ ამისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა
Next: სრული კატასტროფაა ევროპაში და მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენციები შემობრუნდება დადებითი მიმართულებით და მომავალში უკეთ იქნება დაცული მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.