Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პატივს მივაგებთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აგვისტოს ომში, მათ შორის, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი სამშობლოს ღირსება და ჩვენი ვალია მუდმივად პატივი მივაგოთ თითოეული ჩვენი გმირის ხსოვნას

მარშალ პრესი 08/08/2025
irakli kobakhidze

 პატივს მივაგებთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აგვისტოს ომში, მათ შორის, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი სამშობლოს ღირსება და ჩვენი ვალია, ყოველ წელს და მუდმივად პატივი მივაგოთ თითოეული ჩვენი გმირის ხსოვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა.

 პრემიერის თქმით, 8 აგვისტო არის ტრაგიკული თარიღი და ეს დღე შეახსენებს ყველას, რომ აუცილებელია, ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება.

 „პატივს მივაგებთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას. 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აგვისტოს ომში, მათ შორის, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი სამშობლოს ღირსება და ბუნებრივია, ჩვენი ვალია, ყოველ წელს და მუდმივად პატივი მივაგოთ თითოეული ჩვენი გმირის ხსოვნას. 8 აგვისტო არის ტრაგიკული თარიღი, ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ და ეს დღე შეგვახსენებს ჩვენ იმას, რომ აუცილებელია, ქვეყანას  მართავდეს სუვერენული ხელისუფლება. ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების და არა გარე ძალების კარნახით. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, იმისათვის, რომ არ განმეორდეს ასეთი დანაშაულები და იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცული იყოს მშვიდობა, და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: სასამართლოზე იერიში რომ მიჰქონდათ, ახლა აღარ მიაქვთ, რადგან არ უნდათ თქვან, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი
Next: რაც შეეხება გენდერს და იმ მახინჯ იდეოლოგიას, რომელიც მკვიდრდება მთელი ევროპის მასშტაბით, მოაქვს სერიოზული პრობლემები ევროპისთვის, ეს არის სრული კატასტროფა და ჩვენ ამისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025