Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ვაპირებთ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ სარჩელის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს სწორედ 2008 წელს ომის დაწყება, რაც სააკაშვილმა აღიარა

მარშალ პრესი 08/08/2025
irakli kobakhidze
ჩვენ ვაპირებთ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში და რა თქმა უნდა, ამ სარჩელის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს სწორედ 2008 წელს ომის დაწყება, რაც სააკაშვილმა აღიარა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2008 წელს სააკაშვილმა თვითონ მოაწერა ხელი რეზოლუციას, სადაც წერია, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი.
„საგამოძიებო კომისიამ იმუშავა ამ თემაზე. ვნახოთ რა იქნება საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგები. იცით, რომ ჩვენ ვაპირებთ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში და რა თქმა უნდა, ამ სარჩელის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს სწორედ 2008 წელს ომის დაწყება, რაც სააკაშვილმა აღიარა. 2008 წელს თვითონ მოაწერა ხელი რეზოლუციას, სადაც წერია, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. „ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის მიერ ცხინვალის დაბომბვით“, და ამას მოჰყვა შემდეგ რუსეთის არაპროპორციული რეაქცია ეს წერია რეზოლუციაში. ამაზე ხელის მოწერა არის თუ არა ღალატი?“. მედვედევმა ვიდრე არ განაცხადა, რომ ისინი აპირებდნენ ოპერაციის დაწყებას და ომში ჩართვას, მანამდე მთელი დღის განმავლობაში, 8 აგვისტოს, სააკაშვილი გვიმტკიცებდა, რომ მათ ჰქონდათ შტურმი მიტანილი და აპირებდნენ მთელი ცხინვალის რეგიონის აღებას, აპირებდნენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას და ქალაქს ქალაქზე და სოფელს სოფელზე ათავისუფლებდნენ“ , – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: გიორგი ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, მინდა, ერთი რამ გირჩიოთ, აქ საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და არც პავლეს, ნუ გამოაცხადებთ იმ ადამიანებს გმირებად, რომლებიც ბავშვებს პარავდნენ მორფს
Next: სასამართლოზე იერიში რომ მიჰქონდათ, ახლა აღარ მიაქვთ, რადგან არ უნდათ თქვან, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.