Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა შემდეგი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის თითოეულ უბანში მეტი სიკეთის შეტანა უნდა უზრუნველყონ – დარწმუნებული ვარ, თბილისის მოსახლეობა მათ ნდობას გამოუცხადებს

მარშალ პრესი 07/08/2025
irakli kobaxidze2

დედაქალაქის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო. საკრებულოს წევრები არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ მოსახლეობასთან და განსაკუთრებულ როლს ასრულებენ პრობლემების მერიამდე მიტანასა და მათი გადაჭრის უზრუნველყოფაში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მმართველი პარტიის თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარდგენის ღონისძიებაზე.

მისი განცხადებით, სწორედ საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა უნდა უზრუნველყონ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქის თითოეულ უბანში მეტი სიკეთის შეტანა. კობახიძემ წარმატებები უსურვა თითოეულ კანდიდატს და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, დედაქალაქის მოსახლეობა მათ ნდობას გამოუცხადებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო, თბილისის საკრებულოს თითოეულ წევრს იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მათ თბილისის განვითარებაში შეიტანეს.
დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან სწორედ ახლა გახდება ცნობილი ჩვენი გუნდის იმ წევრების – საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების ვინაობა, რომლებმაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის თითოეულ უბანში მეტი სიკეთის შეტანა უნდა უზრუნველყონ. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის მოსახლეობა მათ ნდობას გამოუცხადებს და თბილისის საკრებულოში საკუთარ წარმომადგენლობას ანდობს.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: თბილისი დღეს არის ბევრად უფრო ლამაზი, უფრო გამწვანებული, უფრო განვითარებული და მეტი სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ – ეს, პირველ რიგში, კახა კალაძის დამსახურებაა
Next: 4 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო განვითარებული, მეტი სიცოცხლითა და სიკეთით სავსე – ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025