Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დადასტურებულად ვიცით, რომ ხაზარაძე არის თაღლითი – არჩილ გორდულაძე

მარშალ პრესი 07/08/2025
archil gorduladze

დადასტურებულად ვიცით, რომ ხაზარაძე არის თაღლითი. საქმე გვაქვს თუ არა პოლიტიკურ კორუფციასთან, ამაზე კეთილი უნდა ინებოს და პასუხი გასცეს გერმანიის საელჩომ და პირადად გერმანიის ელჩმა, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომლითაც „ლელოს“ ლიდერის მეუღლემ უწყებას მას შემდეგ მიმართა, რაც ხაზარაძეების და გერმანიის ელჩის გარიგების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდა და შემოსავლების სამსახურმა საკითხის მოკვლევა დაიწყო.

მისი თქმით, გერმანიის საელჩო და პირადად ელჩი ვალდებულია კითხვებს პასუხი გასცეს.

„ხაზარაძე დადასტურებულად ვიცით, რომ არის თაღლითი, პოლიტიკურ თუ პირდაპირ სისხლის დანაშაულში მხილებული ადამიანი, რომ კონკრეტულად ერთ გარიგებას არ ასახავს თავის დეკლარაციაში ეს გასაკვირი საერთოდ არ არის. მთავარი ის კი არ არის შეიტანა თუ არ შეიტანა მამუკა ხაზარაძემ დეკლარაციაში კონკრეტულ იჯარის ხელშეკრულება და აქედან მიღებული შემოსავლები და გადაიხადა თუ არა თუნდაც გადასახადები. აქ მთავარი არის თუ სად იყო და ვისთან იყო ეს ხელშეკრულება დადებული და ეს არის გერმანიის საელჩო. საქმე გვაქვს თუ არა ახლა პოლიტიკურ კორუფციასთან, ამაზე კეთილი უნდა ინებოს და პასუხი გასცეს გერმანიის საელჩომ და პირადად გერმანიის ელჩმა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Continue Reading

Previous: ჩემთვის სამართალდამცავ ინსტიტუციაზე თავდასხმა არის მიუღებელი და ამას ექნება სამართლებრივი შეფასება – შინაგან საქმეთა მინისტრი
Next: შინაგან სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 43 პირი დააკავა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025