IMG.GE ___________________________________ IMG.GE

წლების განმავლობაში ჩვენი უწყებისა და კერძოდ, ბატონი კეზერაშვილის საქმიანობის მიმართ უამრავი შეკითხვა არსებობდა. ის მართლაც სამაგალითო სახეა იმ ელიტური კორუფციის, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებისთვის იყო დამახასიათებელი – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ კეზერაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევას იძიებს ისრაელის ხელისუფლება და პროკურატურა, მის სერიოზულობაზე მიუთითებს.

„მოგეხსენებათ, ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი საქმე გამოიძია, რომელიც დაკავშირებული იყო ბატონი კეზერაშვილისა და სააკაშვილის დანაშაულებრივ საქმიანობასთან. ჩვენ არაერთი ფაქტი გამოვავლინეთ და პარლამენტში გამოსვლისას ვისაუბრე 260 მილიონი ლარის დებიტორულ დავალიანებაზე.

წლების განმავლობაში, როდესაც კეზერაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი, ათეულობით მილიონი მიემართებოდა ოფშორულ კომპანიებში ფიქტიური ხელშეკრულებების საფუძველზე. შედეგად ჩვენს უწყებას, ქართულ ჯარსარც შეიარაღება მიუღია და დღემდე არც ასეულობით ლარი არ არის დაბრუნებული. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რატომ არ ბრუნდება ეს თანხა.

საქმე ეხება ძალიან სერიოზულ, საერთაშორისო დანაშაულს,რომელიც დაკავშირებულია იგივე ფულის გათეთრებასთან, საბიუჯეტო თანხების უკანოდ მითვისებასთან და იარაღის უკანონო ვაჭრობასთან. ამ საქმით არა მხოლოდ ისარელი, არამედ ჩვენ პარტნორი ქვეყნებიც უნდა დაინტერესდნენ“- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მან აუდიტორული კომპანია „დელოიტის“ მიერ დამოწმებულ დოკუმენტზეც ისაუბრა, რომელიც შეეხებოდა კეზერაშვილის კუთვნილი კომპანიების ფინანსურ ანგარიშგებას.

„ამ დოკუმენტშიც ცხადი იყო, რომ დაახლოებით მილიარდნახევარი ლარის ბრუნვა ჰქონდა სააკაშვილის თავდაცვის მინისტრს“– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება