Skip to content
07/08/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატი დასრულდა

მარშალ პრესი 07/08/2025
5055

საქართველოს თავდაცვის ძალებში გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის გუნდი გახდა. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა, ეროვნული გმირის შვილთან ერთად, გადასცა. მეორე და მესამე ადგილებზე გასულ აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადისა და უწყების სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლების გუნდებს შესაბამისი სინჯის მედლები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა გადასცეს. გამარჯვებულმა გუნდებმა საჩუქრები კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგანაც მიიღეს. 

დასკვნით ღონისძიებაზე დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების პარაკალათბურთის საჩვენებელი თამაშიც ჩატარდა.

წელს 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატის ფინალური თამაშები ჩატარდა გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ ახმეტის მუნიციპალიტეტში, სადაც  შესარჩევ ეტაპზე გამოვლენილი გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ.  

სპორტულ ღონისძიებას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგნელები, ასევე გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ. 

გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3 კალათბურთის ჩემპიონატი, თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით უკვე მეხუთე წელია ტარდება. 

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა
Next: ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025