Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ტულსი გაბარდმა არაერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი სწორედ ამ სტრუქტურის მართულია, რომელიც კულტურული დესტრუქციის მეშვეობით ცდილობს საზოგადოების ღირებულებითი ბაზისის მოშლას

მარშალ პრესი 06/08/2025
davit chikhelidze

ბოლო პერიოდში, როგორც შათირიშვილის, ისე ტულსი გაბარდის განცხადებები მკაფიოდ მიუთითებს იმ მძიმე რეალობაზე, რომელსაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში „დიფ სთეითი“ ქმნის. დიფ სთეითი არის არადემოკრატიული, ჩრდილოვანი ძალა — სოროსის ტიპის ფონდებით, კორპორაციებითა და მედია-სისტემით — რომელიც მოქმედებს სახელმწიფოებზე ზემდგომად და თავს ახვევს საკუთარ იდეოლოგიას სუვერენულ ერებს – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ტულსი გაბარდმა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ აშშ-ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი სწორედ ამ სტრუქტურის მართულია, რომელიც კულტურული დესტრუქციის მეშვეობით ცდილობს საზოგადოების ღირებულებითი ბაზისის მოშლას. საქართველოში ამავე საკითხს ასახელებს შათირიშვილიც — მისი თქმით, „დიფ სთეიტის“ პროპაგანდისტული ფრთა პანიკაშია, რადგან ხალხის ნაწილი უკვე ხვდება, რომ ლგბტ პროპაგანდა, ე.წ. „გენდერული განათლება“ და დასავლური მედია მიზანმიმართულად ებრძვის ტრადიციულ ფასეულობებს.

„ბოლო პერიოდში, როგორც შათირიშვილის, ისე ტულსი გაბარდის განცხადებები მკაფიოდ მიუთითებს იმ მძიმე რეალობაზე, რომელსაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში „დიფ სთეითი“ ქმნის. დიფ სთეითი არის არადემოკრატიული, ჩრდილოვანი ძალა — სოროსის ტიპის ფონდებით, კორპორაციებითა და მედია-სისტემით — რომელიც მოქმედებს სახელმწიფოებზე ზემდგომად და თავს ახვევს საკუთარ იდეოლოგიას სუვერენულ ერებს.

ტულსი გაბარდმა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ აშშ-ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი სწორედ ამ სტრუქტურის მართულია, რომელიც კულტურული დესტრუქციის მეშვეობით ცდილობს საზოგადოების ღირებულებითი ბაზისის მოშლას. საქართველოში ამავე საკითხს ასახელებს შათირიშვილიც — მისი თქმით, „დიფ სთეიტის“ პროპაგანდისტული ფრთა პანიკაშია, რადგან ხალხის ნაწილი უკვე ხვდება, რომ ლგბტ პროპაგანდა, ე.წ. „გენდერული განათლება“ და დასავლური მედია მიზანმიმართულად ებრძვის ტრადიციულ ფასეულობებს.
დიფ სთეიტი ცდილობს, თავისუფალი სიტყვის სახელით გააჩუმოს წინააღმდეგი ხმა, „ადამიანის უფლებების“ საბაბით ჩაანაცვლოს ოჯახური სტრუქტურა ხელოვნური იდეოლოგიით და გაეროს თუ ევროკავშირის მეშვეობით მოახვიოს თავზე პატარა ქვეყნებს საკუთარი დღის წესრიგი.

ამ რეალობაში, საქართველოს ყველაზე დიდი გამოწვევაა, არ ჩამოერთვას ეროვნული თვითმყოფადობა. მხოლოდ სიფხიზლით, ჯანსაღი სკეპტიციზმით და იდენტობის დაცვით შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ იმ გლობალურ ძალებს, რომელთაც ხალხის კი არა, კონტროლის და გადაგვარების ინტერესი ამოძრავებთ.“ – წერს ჩიხელიძე.

Continue Reading

Previous: ზაზა შათირიშვილის ბოლო წერილს თუ გავიხსენებთ, აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი თითქოს გამოეხმაურა მას. ტულსი გაბარდი საუბრობს არაფორმალურ გავლენებსა და „რაშა გეითის“ საქმეში “დიფ სთეითის” ჩარევაზე – ომის პარტიის წევრები ყველაფერზე მიდიან, რათა ხალხმა არ გაიგოს სიმართლე
Next: “დიფ სთეითი” სახიფათო თუა ამერიკის უსაფრთხოებისათვის ეს ძალა საქართველოს რატომ დაინდობს?!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025