Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გარდა იმისა, რომ სახეზეა პოლიტიკური კურუფცია, როდესაც გერმანიის ელჩზე აქვს ხაზარაძეს სახლი მიქირავებული, გაირკვა, რომ ის წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს გაქირავებით მიღებული შემოსავლებიდან

მარშალ პრესი 05/08/2025
vato

გარდა იმისა, რომ სახეზეა პოლიტიკური კურუფცია, როდესაც გერმანიის ელჩზე აქვს ხაზარაძეს კუთვნილი სახლი მიქირავებული, რომელიც მისივე პარტიის კამპანიაში უშუალოდ მონაწილეობს და ღიად მტრობს ჩვენს ქვეყანას, გაირკვა, რომ ხაზარაძე წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს ქონების გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლებიდან, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ხაზარაძე სახლის იჯარიდან მიღებულ შემოსავალს არ ბეგრავდა და რთული წარმოსადგენი არ არის დიდ ფინანსურ ოპერაციებს როგორი მაქინაციებით ატარებდა.

“მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძე საკუთარ დანაშაულებზე პასუხისგების თავიდან ასარიდებლად და გარკვეული იმუნიტეტის მოსაპოვებლად პოლიტიკაში შემოვიდა, მისი ნაბიჯების, მის მიერ შექმნილი გუნდის და მისი გონებრივი შესაძლებლობის შემყურე, ბევრს გაუჩნდა კითხვა – როგორ მოახერხა მან ასეულობით მილიონის შოვნა. გუშინდელი იძულებითი აღიარებით კიდევ ერთხელ გაეცა ამ კითხვას პასუხი – თაღლითობით და მოპარვით! გარდა იმისა, რომ სახეზეა პოლიტიკური კურუფცია, როდესაც გერმანიის ელჩზე აქვს ხაზარაძეს კუთვნილი სახლი მიქირავებული, რომელიც მისივე პარტიის კამპანიაში უშუალოდ მონაწილეობს და ღიად მტრობს ჩვენს ქვეყანას, გაირკვა, რომ ხაზარაძე წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს ქონების გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლებიდან. უამრავი ოჯახის უსახლკაროდ დატოვებას, ბანკის და პარტნიორების თაღლითურად გაძარცვას, ციხეებში ნაწამებ ადამიანებთან სასესხო ხელშეკრულებების გაფორმებას და შემდგომში მათი ბიზნესისა და ქონების მიტაცებას, გადასახადების დამალვაც დაემატა! სახლის იჯარიდან მიღებულ შემოსავალს არ ბეგრავდა და რთული წარმოსადგენი არ არის დიდ ფინანსურ ოპერაციებს როგორი მაქინაციებით ატარებდა… P.S. ასეთი CV-ით და გაწყვეტილი შუბლის ძარღვით გახდა აგენტი და სხვისი ბრძანებით მტრობს ჩვენს ქვეყანას…” – წერს შაქარიშვილი.

Continue Reading

Previous: 2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება
Next: 2016 წლიდან უწყვეტად გვესმის ასეთი მუქარები, თუმცა, ხედავთ, რომ სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის, ჩვენი ძალოვანი უწყებები არის ძლიერი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025