Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე კორუფციულ გარიგებაში იყო გერმანიის ელჩთან

მარშალ პრესი 05/08/2025
tamta megrelishvili

მამუკა ხაზარაძე კორუფციულ გარიგებაში იყო გერმანიის ელჩთან, კერძოდ, ხაზარაძის მეუღლის სახელზე არსებული ქონება გარკვეული თანხის სანაცვლოდ ნაქირავები ჰქონდა გერმანიის ელჩს, მაგრამ მამუკა ხაზარაძემ ამ ქონების გაქირავებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და არც აქედან მიღებული შემოსავალი არ ასახა დეკლარაციაში და მან სახელმწიფოს დაუმალა ეს შემოსავალი, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, მამუკა ხაზარაძის ცოლსა და გერმანიის საელჩოს შორის ქონების ქირავნობის ხელშეკრულება არ არსებობდა და მათი შეთანხმება სამართლებრივად იყო უჩინარი, თუმცა, ხაზარაძე-ფიშერის ამ სამართლებრივად უჩინარ ურთიერთობას ცხადად წარმოაჩენდა ელჩის მიერ ოპოზიციის პოლიტიკური ხედვებისადმი მიკერძოების მაღალი ხარისხი.

“მამუკა ხაზარაძე კორუფციულ გარიგებაში იყო გერმანიის ელჩთან, კერძოდ, ხაზარაძის მეუღლის სახელზე არსებული ქონება გარკვეული თანხის სანაცვლოდ ნაქირავები ჰქონდა გერმანიის ელჩს, მაგრამ მამუკა ხაზარაძემ ამ ქონების გაქირავებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და არც აქედან მიღებული შემოსავალი არ ასახა დეკლარაციაში და მან სახელმწიფოს დაუმალა ეს შემოსავალი.

ამ სამართალდარღვევას ემატება ისიც, რომ მამუკა ხაზარაძის მეუღლემ შესაბამისი სამსახურის მიერ ამ ფაქტის გრკვევის შემდეგ, კერძოდ, გუშინ მიმართა საჯარო რეესტრს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების რეგისტრაციის შესახებ.

ანუ მამუკა ხაზარაძის ცოლსა და გერმანიის საელჩოს შორის ქონების ქირავნობის ხელშეკრულება არ არსებობდა თუმც მათ შორის ურთიერთობა გრძელვადიან სახეს ატარებდა და ეს შეთანხმება სამართლებრივად იყო უჩინარი.

ხაზარაძესა და გერმანიის ელჩს შორის ამ სამართლებრივად უჩინარ ურთიერთობას არა უჩინარს ხდიდა გერმანიის ელჩის მიერ მათი პოლიტიკური ხედვებისადმი მიკერძოების მაღალი ხარისხი.
როგორც დასტურდება გერმანიის ელჩის მიერ ოპოზიციის პოლიტიკური მხარდაჭერის საფასური ხაზარაძის ცოლის ქონების ქირავნობაზე გადის.” – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: მეტი სკანდალი რა უნდა იყოს – გერმანიის სახელმწიფო, საკუთარ ელჩს აცხოვრებს რადიკალი ოპოზიციონერის ბინაში
Next: როდესაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები საიმედო და ეფექტიან წვდომას იღებენ გლობალურ ბაზრებზე საქართველოს სატრანზიტო დერეფნების საშუალებით, ეს ამაღლებს რეგიონულ სტაბილურობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.