Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა

მარშალ პრესი 05/08/2025
133

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს კონფერენციის ფარგლებში, თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქმენეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოტენციალზე.

აღინიშნა ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა და სამხრეთის გაზის დერეფნის შესაძლებლობები ევროპაში თურქმენული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების კუთხით.

შეხვედრისას ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ამ მიმართულებით მაქსიმალური ძალისხმევის აუცილებლობას.

ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია

Post navigation

Previous: Agile Spirit 2025-ის კულმინაციური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით გაიმართა
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.