Skip to content
04/08/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არ იყო, ქართულ სახელმწიფოს რომ უჩიოდა და მილიარდ დოლარზე გაცილებით მეტს ართმევდა? – თენგიზ შარმანაშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე

მარშალ პრესი 04/08/2025
tengiz sharmanashvili

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი “ლელო ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძის მეუღლის საკუთრებაში არსებული სახლის ქირავნობასთან დაკავშირებით, რომ საკითხი მოგვარებულია სამართლებრივად დარეგისტრირებულია ხელშეკრულება და გადასახადიც ბიუჯეტში გადახდილია.

შარმანაშვილი მიმართავს ხაზარაძეს, რომ სწორედ ის იყო, ვინც სახელმწიფოს უჩივლა და მას ფულს ართმევდა, ამიტომ ნუ ამადლის ქვეყანას იმას, რომ კანონით დადგენილი გადასახადი გადაიხადა.

“ეს მართლა გავიდა ყველა ჩარჩოდან. ეს არ იყო, ქართულ სახელმწიფოს რომ უჩიოდა და მილიარდ დოლარზე გაცილებით მეტს ართმევდა საქართველოს ? წააგო პარიზის არბიტრაჟი ? წააგო. გადახადა დაკისრებული თანხა ? გადაიხადა. და ეს ზრუნავდა სახელმწიფოზე ოდესმე ? უაზრო ნარატივი, რამდენი შეიტანესო ბიუჯეტში. მილიონები არა, რაც საშემოსავლო იყო, იმდენი. მერე ? რას გვამადლი გადასახადების გადახდას, როდესაც ხელისუფლებასთან გარიგებით შავბნელ სქემებში მონაწილეობდი ? სასამართლოს განაჩენით თაღლითური სქემების გამოყენება არ დაუდასტურდა ? დაუდასტურდა. ეს არ იტყუებოდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის შეფერხება ხელისუფლების ბრალიაო ? მერე რა თქვა ორმა საერთაშორისო არბიტრაჟმა ? ტყუისო, ეს თქვა. ჰოდა, ნუ გვამადლი იმას, რომ კანონით დადგენილი გადასახადები გადაიხადე რაღაც დოზით. სხვა რას აკეთებდი, ეს საერთაშორისო არბიტრაჟმა და ქართულმა სასამართლომაც დაადგინა. ჯერ ეს არის საკმარისი. სვავი მაინც არ ვყოფილვარ არასდროს”,- წერს შარმანაშვილი.

Continue Reading

Previous: აღნიშნული დოკუმენტი შევა საქართველოს ისტორიულ პოლიტიკურ ქრონიკაში, როგორც თანამედროვე სუვერენული პოლიტიკის დასაბამი
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025