Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კომისიის დასკვნაში არის მასალა, რომელიც ეყრდნობა რეალურ ფაქტებს, გარემოებებს. მასალა არის აბსოლუტურად დოკუმენტური, საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მგონია, რომ რამე დოკუმენტი მოიძებნებოდეს, როგორც ეს ასახულია, დღევანდელი კომისიის დასკვნაში

მარშალ პრესი 04/08/2025
aleko tabatadze

ეს მასალა არის აბსოლუტურად დოკუმენტური და მე ვუერთდები ჩემი კოლეგების მოსაზრებას, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ მგონია, რომ რამე დოკუმენტი მოიძიებოდეს, როგორც ეს ასახულია, დღევანდელი კომისიის ამ დასკვნაში, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის წევრმა ალექსანდრე ტაბატაძემ კომისიის დასკვნით სხდომაზე. ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებით მიზანი, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიას ჰქონდა მიღწეულია.

„ქალბატონო თეა ძალიან დიდი მადლობა გუნდთან ერთდა მუშაობისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი როლი და წვლილი იყო თქვენი სხდომის დასაწყისიდან ისე დღევანდელ დღემდე, როდესაც ჩვენ სხდომებს ვასრულებთ პირველ რიგში, მინდა ვთქვა, ის, რომ აღნიშნული კომისია, დროული კი არა, შეიძლება ცოტა დაგვიანებულიც, მაგრამ მიზანი, რომელიც კომისიას ჰქონდა, ვფიქრობ, რომ კომისიამ შეასრულა. ამას მოწმობს ის საზოგადოებრივი დიდი ინტერესი, რომელიც ამ 6 თვის განმავლობაში იყო. ჩვენი კომისიის თითოეული სხდომა იყო ძალიან ყურებადი და უყურებდა თითქმის მოსახლეობის ყველა თაობა, მათ შორის ახალგაზრდები, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ კომისიის მუშაობა. რაც ყველაზე მთავარია ამ კომისიაში არის მასალა, რომელიც ეყრდნობა რეალურ ფაქტებს, გარემოებებს.

ეს მასალა არის აბსოლუტურად დოკუმენტური და მე ვუერთდები ჩემი კოლეგების მოსაზრებას, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მგონია, რომ რამე დოკუმენტი მოიძებნებოდეს, როგორც ეს ასახულია, დღევანდელი ამ კომისიის დასკვნაში. მართლაც ვფიქრობ იმას, რომ ქართველი ხალხი არ იმსახურებს, არასდროს არ უნდა ჰყავდეს ის ხელისუფლება, რომელზეც ჩვენს ამ დოკუმენტში გვაქვს საუბარი. ეს იყო რეჟიმი, რომელიც მოქმედებდა და სწორედ ამ და სხვა უამრავ ჩვენს ისტორიულ გამოცდილებაზე ალბათ აღარასოდეს ქართველი ხალხი არ მოიყვანს ხელისუფლებაში ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამას აკადრებს და თავს დაატეხავს თავის ხალხს“,-განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

Continue Reading

Previous: ზოგიერთი უცხო ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება თუ შეფასება, საქართველოს მოქალაქისთვის სრულიად გაუგებარია ხოლმე, ეს დასკვნა მათ უნდა დაეხმაროთ იმ ქართველების გაგებაში, რომლებიც დღეს საქართველოში უმრავლესობაში არიან და აღარ სურთ “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან დაკავშირებული პირების ხელისუფლებაში მოხვედრა
Next: პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა თავის საქმეს გააკეთებს საქართველოს უახლოესი ისტორიის შეფასებაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025